Sunday, June 29, 2014

ტრენინგის შეჯამება

        ი ნ ტ ე ლ ი ს  ს ა ს წ ა ვ ლ ო  კ უ რ ს მ ა   ძალიან დიდი გამოცდილება მომცა .სურვილი გამიჩნდა მეტად ვიმუშაო და ხელი შეუწყო ჩემს პროფესიულ ზრდას . ყოველთვის მსიამოვნებს ქ - ნ ქეთი ცერაძეს ტრენინგების მოსმენა , დაგვანახა ინტელის სასწავლო კურსის მნიშვნელობა , რაზეც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი .ტექნილოგიებით სწავლება მოსწავლეებისთვის უფრო სახალისო და საინტერესოა .

ტრენინგის IX დღე

1. პორთფოლიოს გადახედვა
2. youtube - ვიდეოფაილების საცავი
3. პროექტების პრეზენტაცია
4. ტრენინგის შეჯამება

        დღევანდელი დღე დავიწყეთ გამეორებით . გადავხედეთ ჩვენ პრეზენტაციებს. ვისწავლეთ  youtube - ზე პროექტების ატვირთვა და შემდეგ ჩვენ ბლოგზე გადატანა. ვისწავლეთ ვიდეოების გადმოწერა youtube - დან.   მოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციები . მივიღეთ ერთმანეთისგან სასარგებლო რჩევები . ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით და მთლიანად ამ კურსით , ვინაიდან ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე .  

Saturday, June 28, 2014

ტრენინგის VIII დღე

1. გამეორება
2. ფასილიტაციის რესურის შექმნა
3. პროექტის პორთფოლიოს გადახედვა
4. პროექტის პორტფოლიოს გადატანა 
5. ბლოგზე - სიის გაჯეტი

          ტრენინგი დავიწყეთ წინა მასალების შეჯამებით , ტრენერმა გაგვაცნო თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფასილიტაცია პროექტის სწორად წარმართვისათვის . გავაკეთეთ ფასილიტაცია Power - Point - ში . მოვაწესრიგეთ ჩვენი საქაღალდე და პორთფოლიო ავტვირთეთ ჯერ Drive - ში ,შემდეგ გადავიტანეთ ბლოგზე .დავამატეთ გაჯეტები .ტრენინგი იყო ძალიან სასიამოვნო და ბევრი კეთილი რჩევების მომცემი ჩვენი პედაგოგიური წარმატებისთვის . 

Friday, June 27, 2014

ტრენინგის VII დღე

1. გამეორება
2. ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება
3. პროექტის გეგმაზე მუშაობა
4. ბლოგზე გვერდების დამატება

Sunday, June 22, 2014

ტრენინგის VI დღე

1. გამეორება
2. შეფასებები
3. მოსწავლის პრეზენტაცია
4. პროექტის გეგმის გადახედვა

Saturday, June 21, 2014

ტრენინგის V - დღე

1. გამეორება
2. გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები
3. მოსწავლის ნიმუში . ბლოგზე მუშაობა გაჯეტები . სურათი , გამოკითხვა , HTML


       ტრენინგის მეხუთე დღე საინტერესო იყო ვისწავლეთ გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები ასევე ვისწავლეთ  როგორ ჩავსვათ სურათი ჩვენს ბლოგში შევქმენით მოსწავლის ბლოგის ნიმუში.გავიხსენეთ ბლოგში სათაურის შეცვლა სურთების ჩასმა და წაშლა ფონის შეცვლა. გავეცანით გაჯეტების მნიშვნელობას .
       როგორც ყოველთვის დღევანდელი დღეც მნიშვნელოვანი იყო ჩემი პროფესიონალური განვითარებისათვის .რაშიც ძალიან მეხმარება და დიდ მადლობას ვუხდი ქალბატონ ქეთი ცერაძეს .



Sunday, June 8, 2014

ტრენინგის IV დღე

        გავიმეორეთ წინა მეცადინეობებზე ნასწავლი,რამაც გაგვიმყარა ცოდნა და გაგვიადვილა ახალ მასალაზე მუშაობა, განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები,გავეცანით შეფასების სქემებს.მივიღეთ ინფორმაცია რომ შეფასებისას უნდა გამოვიყენოთ მრავალფეროვანი აქტივობები, განმავითარებელი შეფასება უფრო მეტი უნდა იყოს ვიდრე განმსაზღვრელი.გავეცანით ასევე რომ თუ როგორ შევადგინოთ დროში გაწელილი შეფასების გეგმა.განვიხილეთ საპრეზენტაციო პროგრამა Power - Point, შევადგინეთ სლაიდები და მოვახდინეთ მისი ბლოგზე გადატანა.გაუკეთეთ ერთმანეთს კომენტარები.